ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა შესული

09-05-2024 21:06:10 საზოგადოება

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში, რომელიც "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა, პოლიციაა შესული. ამის შესახებ მისი ახლობლები და ოჯახის წერები იტყობინებიან.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიცია აბაშიძის ოჯახის წევრებს არ აწვდის ინფორმაციას, გამოცხადების მოტივებზე. ამასთან, არ აძლევენ თავად აბაშიძესთან კომუნიკაციის შესაძლებლობას და არც აბაშიძეს აძლევენ ადვოკატთან კონტაქტის საშუალებას.

9 მაისს შსს-ში განაცხადეს, რომ "აგენტებს კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით და საგამოძიებო ორგანოში მოხდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან.

ერთი დღით ადრე სუს–მა, მსგავსად 2023 წლისა, ისაუბრა „მაიდანის სცენარზე" და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები