საპარლამენტო ოპოზიცია: "საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო!"

02-05-2024 12:24:18 პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში 2 მაისის სხდომის გაუქმებას აპროტესტებენ. მათ საგანგებო განცხადება საკანონმდებლო ორგანოსთან გააკეთეს და ხაზი გაუსვეს, რომ არსებული ვითარების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენას.

"12 საათია, ახლა მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს , საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10 დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიმატეს. ხალხს ეუბნებიან, "ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო". შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს. ყველაფერი წინა არის," – განაცხადა "ევროოპიტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

პოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ აღადგინოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი – პარლამენტს მისცეს საკუთარი უფლებამოსილების გაგრძელების საშუალება - "

ამასთან, მათ "აგენტების კანონთან" დაკავშირებით მოსახლეობას 19:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებენ.

დილით ცნობილი გახდა, რომ ბიურო და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები