ზელენსკი: ვესაუბრე აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ჩვენი გადაწყვეტილებები ახლა განსაზღვრავს, როგორ მსოფლიოს მიიღებენ მემკვიდრეობით ჩვენი შვილები

29-03-2024 23:13:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და ფინანსური დახმარების პაკეტის სწრაფი დამტკიცებისკენ მოუწოდა.

"ვესაუბრე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს იმის შესახებ, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, ჩვენს ქალაქებზე რუსული დარტყმების გაგრძელების შესახებ. მათი ტერორი მხოლოდ იზრდება და მისი შეჩერება მხოლოდ ჩვენი თავდაცვის ფიზიკური ძალებით არის შესაძლებელი. უკრაინა მადლობელია შეერთებული შტატებისა და ყველა იმ ამერიკელი მხარდამჭერის, ვინც ჩვენს მსგავსად ფიქრობს, რომ თავისუფლება არასდროს უნდა დამარცხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა შეინარჩუნოს თავისი ლიდერობა, რომ თავისუფლების დაცვა გამაერთიანებელ იდეად დარჩეს. ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი ერთობლივი ქმედებები ახლა განსაზღვრავს, როგორ მსოფლიოს მიიღებენ მემკვიდრეობით ჩვენი შვილები", - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა.

შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობს გამო აშშ უკრაინისთვის მარავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები