ზელენსკი: ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს, საფრთხის ქვეშ მოლდოვაც არის

29-03-2024 18:43:59 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვისაც.

„ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება ისევე, როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანებულია ჰესები და თბოელექტროსადგურები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები