აშშ-ის ელჩი: რუსეთი უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო

29-03-2024 13:36:31 მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ უკრაინას ახლა სჭირდება დასავლეთის დახმარება.

„რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ბარბაროსული მცდელობები მილიონობით კაცის, ქალისა და ბავშვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის მიზნით უკონტროლოდ გრძელდება. ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო“, -დაწერა ბრიჯიტ ბრინკმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა.

შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობს გამო აშშ უკრაინისთვის მარავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები