უკრაინა: წუხელ რუსეთმა 99 რაკეტა და დრონი გამოიყენა, მათგან 84 გავანადგურეთ

29-03-2024 11:26:51 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხელ რუსეთმა 99 რაკეტა და დრონი გამოიყენა. მისი ცნობით, 84 რაკეტა და დრონი გაანადგურეს. უფრო კონკრეტულად, 58 "შაჰიდის" ტიპის დრონი, 17 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტა, 5 Kh-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა და 4 "ისკანდერ-K."

როგორც უკრაინა იუწყება, რუსეთმა გამოიყენა: 60 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი; 3 "კინჟალის" ტიპის რაკეტა; 2 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-М"; 9 Kh-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა; 4 საკრუიზო რაკეტა "ისკანდერ-K" და 21 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები