მოსამართლემ მოქალაქე სუფთა ფურცლის გამო 500 ლარით დააჯარიმა

27-09-2023 19:15:48 სამართალი

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2 ივნისის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 5 დემონსტრანტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლოს უნდა დაედგინა, იყო თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა საპროტესტო აქციაზე დგომა ბანერებით, რომლებზეც ეწერა “ირა*ლი”, მსგავს წარწერებიანი მაისურით აქციაში მონაწილეობა, ცარიელი ფურცლით პროტესტის გამოხატვა და ჰიმნის სიმღერა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის 2000 ლარით დააჯარიმა ნოდარ სიხარულიძე, დანარჩენი ოთხი კი - ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი - 500-500 ლარით წვრილმანი ხულიგნობისთვის.

/ფოტო: ედუარდ მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე 2 ივნისის აქციაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები