აშშ-მა 8 მლრდ დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა

27-09-2023 17:08:13 მსოფლიო

აშშ-მა 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული, – იუწყება Financial Times.

უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული.

მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები