გენერალი ტარნავსკი "კარგ სიახლეებს" აანონსებს ტავრიას მიმართულებით

27-09-2023 16:38:03 მსოფლიო

ტავრიას მიმართულებით (ხერსონის ოლქი) უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევის ფონზე "კარგ სიახლეებს" უნდა ველოდოთ,– აანონსებს ბრიგადის გენერლი, ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიას" მეთაური ალექსანდრე ტარნავსკი.

„ტავრიას მიმართულება. კარგი ამბები იქნება“, - დაწერა მან ტელეგრამ–არხზე.

გარდა ამისა, ტარნავსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები „სტაბილურად მიიწევენ წინ და ანადგურებენ რუსებს“. მან ასევე გამოაქვეყნა "კობრას" საჰაერო დაზვერვის განყოფილების მუშაობის ამსახველი ვიდეო.

„ტავრიას მიმართულებით ოკუპანტებმა 26 სექტემბრის მდგომარეობით დაკარგეს ხუთი საწყობი, 35 ერთეული ტექნიკა და 190 სამხედრო“, - განმარტა ტარნავსკიმ.

მანამდე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიის რაიონის სოფელ ვერბოვოეს მახლობლად რუსული ჯარების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს.

მოგვიანებით მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) . უკრაინული ჯავშანტექნიკა მოქმედებს რუსეთის თავდაცვის ბოლო ხაზის გასწვრივ ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით, – წერდა ISW 22 სექტემბერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები