26-09-2023 14:08:33 სამართალი
ნიუ–იორკში საქართველოს მოქალაქეს თანამოქალაქის მკვლელობას ედავებიან. როგორც ამერიკული მედია წერს, მკვლელობა ბრუკლინში მოხდა.
მამაკაცი საკუთარ სახლთან მომხდარი ჩხუბის დროს 9 სექტემბერს დაჭრეს და მიღებული ჭრილობების შედეგად იგი 2 კვირის შემდეგ – 23 სექტემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.