01-04-2023 13:36:11 მსოფლიო
სამდღიანი მკურნალობის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოდან გაწერეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ექიმების რეკომენდაციით, რომის პაპის ჯანრთელობის მდგომარეობა მისი საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას იძლეოდა.
ამასთან, მედიის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოსთან შეკრებილ ადამიანებს მიესალმა და რამდენიმე მათგანს ეხუმრა: „მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“.
რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს. მოგვიანებით მას ბრონქიტი დაუდგინდა.