31-03-2023 21:24:40 საზოგადოება
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით სამიდან ხუთ წლამდე ვადით საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს.
რა ვერსია აქვს გამოძიებას, ამ ეტაპზე უცნობია.
სასტუმროში, მეოთხე სართულზე ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. განხორციელდა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. არსებული ცნობებით, დაზიანდა შენობის მეოთხე და მესამე სართულები.