სახდეპი: „ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ  მოქალაქეების ხმა, ვიდრე გადადგამენ მორიგ ნაბიჯს, რომელიც დააშორებს საქართველოს ევროპისგან, როგორიცაა ახალგაზრდების რეპრესიების მცდელობა“

31-03-2023 20:59:59 პოლიტიკა

საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ თავიანთი მოქალაქეების ხმა მანამ, სანამ გადადგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც დააშორებს საქართველოს ევროპისგან, როგორიცაა ახალგაზრდების რეპრესიების მცდელობა, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს,– ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეტარტამენტის პრეს–სპიკერმა „აქცენტს“განუცხადა.

სახდეპი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, „ერთად, სერიოზულად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“:

"ქართველმა ხალხმა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგობით ცხადყო, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალია. ამ ტიპის კანონმდებლობა ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან შეუთავსებელია.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად, სერიოზულად იმუშაონ იმ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც ასე სურს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას.

ასევე მოვუწოდებთ, მათ უარი თქვან სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის შემდგომ მცდელობებზე. ჩვენ ახლახან ვნახეთ დაახლოებით 100 000 ადამიანი, რომელიც კრემლის მიერ შთაგონებული "აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა. საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ თავიანთი მოქალაქეების ხმა მანამ, სანამ გადადგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც დააშორებს საქართველოს ევროპისგან, როგორიცაა ახალგაზრდების რეპრესიების მცდელობა, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები