31-03-2023 17:47:46 სამართალი
თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე “ფაბრიკის" შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შენობიდან თანამშრომლები და მომხმარებლები გაიყვანეს.
„დაახლოებით 1.5 საათის წინ შემოგვივიდა საფრთხის შემცველი ინფორმაცია და უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით მოვახდინეთ იქ მყოფი პირების ევაკუაცია. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ“, - აცხადებენ ფაბრიკის“ მმართველი კომპანია „აჭარა ჯგუფში“.
არსებული ინფორმაცით, შენობაში ასაფრთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ზარი 112-ში შევიდა.