ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

31-03-2023 17:13:39 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5604 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, კურსი 2.7802 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7862 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები