ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

31-03-2023 14:52:43 პოლიტიკა ,სამართალი

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლოს ფოიეში ისმოდა შეძახილები „მონებო!”.

დაცვის მხარე მოითხოვდა, დაკავებულის მიმართ გამოყენებულიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო პროკურატურა - პატიმრობას. ამ უკანასკნელის მტკიცებით, ბრალდებულმა ამასწინანდელ მასშტაბურ აქციებზე სლოგანით „არა რუსულ კანონს” სამართალდამცველების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომანქანას.

„ამჯერად მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – ბრალდებასთან დაკავშირებით პროცესზე გრიგორიადისი მხოლოდ ამის თქმით შემოიფარგლა.

დაკაებულს თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები