03-02-2023 14:26:09 პოლიტიკა ,სამართალი
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულებაში ყოფნა, რადგან ის ვერ ეგუება გარემოს.
„რეანიმაციაზე საუბარი არის მუდმივად. აი, როდესაც სასამართლო პროცესი იყო, გადამიყვანეთ რეანიმაციაშიო. აუხსნეს, რომ კი, ბატონო, მას მართალია რეანიმაციული პარამეტრები არ აქვს, მაგრამ თუ ასე დაჟინებით ითხოვს, არის VIP პაციენტი და რომ ავიცდინოთ დარტყმები და ლანძღვები, ძირითადად უხმოდ მორჩილებაში ვართ, ანუ ფაქტობრივად, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როცა ავუხსენით, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, ვერ შევა დედა, ვერ შევა მნახველი და იქ მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად არის დამანგრეველი. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები, მე დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის - ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია“, - განაცხადა მან მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე.