კელი დეგნანი: "მიხარია, რომ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო ღრმავდება"

03-02-2023 14:24:25 ,

საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მოლაპარაკება საქართველოსა და ამერიკას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების გაფორმებაზე არის თანამშრომლობის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს უფრო გააიოლებს და გააღრმავებს თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეები საქართველოშიც და ამერიკაშიც სათანადოდ იყვნენ გასამართლებულნი.

"ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში მრავალ ათწლეულს ითვლის, რათა ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს და დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნების ხელისუფლება მოახდენს ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას და მიღებას, ის არა მარტო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, არამედ გააუმჯობესებს ქართველი და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, რადგან უზრუნველყოფს იმ დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე სათანადოდ წარდგენას​, რომლებმაც ჩაიდინეს ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები. მიმაჩნია, რომ ეს არის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო და მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო ღრმავდება" - განაცხადა, გენერალური პროკურატურის ცნობით, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები