23-09-2022 15:12:12 ევროპა
ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ბელარუსიაში მობილიზაცია არ იქნება,– იუწყება სახელმწიფო სააგენტო BelTA.
ამავე წყაროს ცნობით. ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ჟურნალისტებს უთქხა, რომ „პროპაგანდისტები ცდილობენ დაძაბულობის შექმნას“:
„არავითარი მობილიზაცია არ იქნება. ეს სიცრუეა“.
21 სექტემბერს ბელარუსის უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ მობილიზაციის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ჯარები მზად არიან საპასუხო ზომებისთვის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში სამართალდამველები დევნიან რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამოცხადებულ მობილიზციას გაურბიან. რუსი იურისტები მოქალაქეებს ბელარუსში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევენ.