ერდოღანის სიძემ რუსეთს "ბაირაქტარების" მიყიდვაზე უარი განუცხადა:"ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს"

26-08-2022 14:21:24 მსოფლიო

თურქული კომპანია Baykar-ი რუსეთს საბრძოლო უპილოტო საფრენ Bayraktar TB2-ს არ მიჰყიდის.

ამის შესახებ BBC-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სალუქ ბაირაქტარმა განუცხადა.

"ფული ჩვენთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, უკრაინასთან ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა წლებია, გრძელდება. ამიტომაც რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, მოსკოვისთვის დრონების გადაცემაზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენი უპირობო მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარესაა, რომელიც ძალიან უსამართლო, აგრესიულ და უსაფუძვლო თავდასხმას განიცდის" - განაცხადა ჰალუკ ბაირაქტარმა.

ცნობისთვის ივლისში კრემლის პროპაგანდა ირწმუნებოდა, რომ "ბაირაქტარსა" და მოსკოვს შორის თანამშრომლობის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და რომ ამის შესახებ თავისი პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტმა ერდოღანმაც განაცხადა, რომელმაც ვითომდა თქვა, რომ "რუსეთი დაინტერესებულია თურქული "ბაიტრაქტარების" წარმოებით".

"ბაირაქტარების" შემქმნელი ძველ სტამბოლში დაბადებული ინჟინერი სელჩუკ ბაირაქტარია. სა­ჯა­რო სა­უბ­რებ­ში მას თავ­დაც­ვის სექ­ტო­რის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის პი­ო­ნე­რად ნათ­ლა­ვენ. ამას­თან, 2019 წელს მთავ­რო­ბამ 98 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­უ­ყო, რათა უფრო მე­ტად გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა

სელჩუკი პროფესიით სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორია, მან განათლება თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სელჩუკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა, მან 2016 წელს გაზაფხულზე იქორწინა თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილზე სიუმეიეზე.

Новости

Другие новости