ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნების დასრულების შესახებ გამოაცხადა

10-08-2022 17:07:59 მსოფლიო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნების დასრულების შესახებ გამოაცხადა.

როგორც ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ ფლანგის სარდლობამ განაცხადა, ტაივანთან საზღვაო და საჰაერო წვრთნები ოფიციალურად დასრულდა.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია პეკინი „ჩვეულებრივსამხედრო წვრთნებს ატარებს საკუთარ წყლებში“.

ჩინეთმა წვრთნები ტაივანში აშშ-ის პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ დაიწყო. მანევრები ექვს საჰაერო და საზღვაო ზონაში მიმდინარეობდა.

წვრთნების დროს ჩინური თვითმფრინავები ყოველდღე კვეთდნენ ტაივანის სრუტის შუა ხაზს, არაოფიციალურ საზღვარს.

იზრდება შიში, რომ ჩინეთის სამხედრო ზეწოლა შეიძლება, ნორმად იქცეს ამ რეგიონში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები