მედია  – ევროკავშირი გეგმავს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი შეისწავლოს

10-08-2022 16:29:28 მსოფლიო

ევროკავშირი გეგმავს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი შეისწავლოს, – იუწყება DW.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საკითხი მიმდინარე თვის ბოლოს ბლოკის შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე იქნება განხილული.

ამასთან, როგორც გამოცემა იტყობინება, ესტონეთისა და ფინეთის ლიდერებმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს, შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. მათი აზრით, რუსებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება ევროპაში დაისვენონ, მაშინ, როცა კრემლი აგრძელებს ომს უკრინაში.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა დასავლეთს, შეწყვიტოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები