ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან ნახშირის ყიდვა შეწყვიტეს

10-08-2022 15:49:19 ევროპა

ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტის სრული აკრძალვა 10 აგვისტოდან ამოქმედდა. ევროკავშირი ამ ზომაზე დათანხმდა აპრილის დასაწყისში სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. დღეს დიდმა ბრიტანეთმაც უარი თქვა რუსულ ნახშირზე.

ევროკომისიის შეფასებით, ემბარგო გავლენას მოახდენს რუსული ქვანახშირის ექსპორტის მეოთხედზე, რომლის ღირებულება წელიწადში 8 მილიარდი ევროა. ევროკავშირი რუსულ ნახშირს ჩაანაცვლებს მიწოდებით ჩრდილოეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყაზახეთიდან.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გამოაცხადა რუსული ნახშირის მიწოდების აკრძალვა, მოსკოვმა საექსპორტო ნაკადები ინდოეთსა და თურქეთში გადაიტანა, თუმცა რუსეთის ნახშირი 50 პროცენტამდე ფასდაკლებით უნდა გაყიდოს. ეს დიდწილად კომპენსირდება საწვავის ფასების გლობალური ზრდით.ეს დიდწილად კომპენსირდება საწვავის ფასების გლობალური ზრდით.

წლის ბოლომდე ევროპის ქვეყნები რუსული ნავთობის მიწოდების ნაწილობრივ შეწყვეტას გეგმავენ. გამონაკლისი გათვალისწინებულია მილსადენით ნედლი ნავთობის იმპორტისთვის.

მარტის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები