"რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში?!"  – კასპში პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

10-08-2022 14:58:18 სამართალი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო, ხანდაკში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, -იუწყება qartli.ge.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მეზობლებს შორის დავაში პოლიცია "არ უნდა ჩარეულიყო".

"რატომ მოხვედით, რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში?!" - მიმართა ერთ-ერთმა ადგილობრივებმა სამართალდამცველებს.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელების შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები