" მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია"

10-08-2022 12:56:20 პოლიტიკა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია.

"რაც შეეხება მის ღია მონაწილეობას არჩევნებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მისი პიროვნების, მისი პირადი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლების გადასაწყვეტი, ამიტომ მხოლოდ მისი სოციალური ქსელიდან, სტატუსებიდან და ა.შ. ან რამდენიმე ადვოკატის განცხადებიდან არ ვიმსჯელებდი. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. ის არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი", – აცხადებს დეკანოიძე.

მისი თქმით, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის საკითხი მათთან განხილვის თემა არ ყოფილა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები