ოკუპანტებმა ერთ დღეში ცხრა თვითმფრინავი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

10-08-2022 11:20:22 ევროპა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს დაახლოებით 42800 ჯარისკაცი, მათგან 160 გასულ დღე–ღამეში,– ამის შესახებ 10 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, რუსეთმა დაკარგა:

  • 1832 (+5 გასულ დღე–ღამეში) ტანკი,
  • 4086 (+10) ჯავშანტექნიკა,
  • 971 (+7) ერთეული საარტილერიო სისტემა,
  • 261 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა,
  • 133 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა,
  • 232 (+9) საბრძოლო თვითმფრინავი,
  • 193 ვერტმფრენი,
  • 766 (+9) ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 15 გემი/ნავი,
  • 3005 (+7) სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი,
  • 89 (+2),
  • ერთეული სპეცტექნიკა185 ფრთოსანი რაკეტა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს დონეცკის მიმართულებით.

„მონაცემები ზუსტდება“, - აღნიშნავს გენშტაბი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები