თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო

09-08-2022 19:56:27 ეკონომიკა ,რეკლამა

თიბისისა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიას (FMO) შორის 300 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი, ახალგაზრდა მეწარმეების და იპოთეკური მსესხებლების, ასევე, მწვანე პროექტებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.

“გვეამაყება, რომ თიბისი თექვსმეტ წელზე მეტია, წარმატებულად თანამშრომლობს FMO-სთან, ეს ჩვენი ნაყოფიერი საქმიანი ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა. 2018 წლის შემდეგ, ეს არის FMO-თან ჩვენი რიგით მეორე თანამშრომლობა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე. აღნიშნული ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას და გავცეთ მეტად საჭირო, გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხები ბიზნეს და საცალო მომხმარებლებზე. მადლობას ვუხდით FMO-ს ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ წინ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ადგილობრივი ვალუტაში დაფინანსების მიწოდების გზით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას. ეს ინსტრუმენტი ასევე სრულად შეესაბამება FMO-ს ფართო სტრატეგიას უთანასწორობის შემცირებისა და ფინანსური ჩართულობის გასაზრდელად, აქცენტით ახალგაზრდებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სამუშაო ადგილების შექმნას და შენარჩუნებას ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ თიბისისთან მდგრადი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“ - ჰუიბ-იან დე რუიჯტერი, FMO-ს საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია მხარს უჭერს კერძო სექტორის მდგრად ზრდას, განვითარებად ქვეყნებში ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეებში ინვესტირების გზით. FMO მიიჩნევს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. 50 წლის განმავლობაში FMO საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი უნარები და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. FMO ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრობიზნესი, საკვები და წყალი.

12,1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, მსოფლიოს 85 ქვეყანაში, FMO არის ერთ-ერთი მსხვილი ორმხრივი კერძო სექტორის განვითარების ბანკი მსოფლიოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.fmo.nl

ახალი ამბები

სხვა სიახლეები