აშშ-ის შემდეგ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ავსტრალიამაც გამოუცხადა

08-12-2021 17:16:40 მსოფლიო

აშშ-ის შემდეგ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ავსტრალიამაც გამოუცხადა.

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მისი ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადაზე დიპლომატიური დელეგაციის გაგზავნისგან თავის შეკავებაზე ფიქრობდა. 6 დეკემბერს კი, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენიფერ ფსაკიმ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამერიკელები ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და ადამიანის უფლებათა უხეშად დარღვევაში ადანაშაულებენ და პეკინში მხოლოდ სპორტულ დელეგაციას უშვებენ.

ჯენიფერ ფსაკის განცხადებიდან ორიოდ დღეში, აშშ-ის ბოიკოტს ავსტრალიაც შეუერთდა, პროტესტის ანალოგიური ფორმით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ჩინეთში ავსტრალია მხოლოდ სპორტსმენებს გაუშვებს. ოფიციალური და დიპლომატიური დელეგაციები გაგზავნისგან კი თავს შეიკავებს. მიზეზად მორისონმაც ადამიანის უფლებების დარღვევა დაასახელა და იქვე ახსენა ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო სანქციები.

ჩინეთის ხელისუფლება კი აშშ-სა და ავსტრალიის მთავრობებს სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში სდებენ ბრალს და ირწმუნებიან, რომ ბოიკოტი რეალურად სიცრუესა და ჭორებზეა დაფუძნებული. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა შესაძლო კონტრ-ზომების მიღებაზეც გააკეთა განცხადება.

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მომავალ წელს, 4-20 თებერვალს გაიმართება. პარალიმპიური თამაშები - 4-13 მარტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები