15-10-2024 18:20:10 პოლიტიკა
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ შეღებეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი, რომელზეც უკრაინის ომის კადრებია გამოსახული. ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებმა გაავრცელეს.
აღნიშნული „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დანაშაულად შეაფასა.
"ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:
1.მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
2.როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!
პ.ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო - კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.
ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში