ხვალ პარლამენტთან აქცია დაანონსდა: "საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!"

18-09-2024 20:49:35 საზოგადოება

ხვალ პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!" დაანონსდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "დაფიონი" ავრცელებს.

"საქართველო ბოდიშს არ მოიხდის! ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით...დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა. "მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება!"19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან. დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე: კონფლიქტოლოგი: ანგრევს სამშვიდობო პროცესს!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები