18-09-2024 17:29:55 პოლიტიკა ,ციტატა
„მე მგონი, ბატონი კარასინი გვეხმარება საკუთარი პრობლემის დანახვაში ეს უნდა დავუფასოთ - გვეხმარება იმაში, რომ დაგვარწმუნოს, რომ ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია: ხელისუფლება, რომელიც შენს მტერს მოსწონს, შენთვის სასარგებლო არ არის. მეტი რა ქნას ბატონმა კარასინმა, როგორ აგვიხილოს ქართველ ხალხს თვალი?!“,- ამბობს დეპუტატი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
აფხაზებისა და ოსების წინაშე "ბოდიშის მოხდისა" და "დანაშაულის აღიარების" შესახებ ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის რეზონანსულ განცხადებებს მოსკოვი "დიდი ინტერესით" ხვდება, "ქართულ ოცნებას" "პოლიტიკურ სიმწიფეს" უწონებს და საქართველოს მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მმართველი გუნდისთვის მიცემისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადებები რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.