18-09-2024 17:17:28 საზოგადოება ,ციტატა
"ზოგადად, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაუარესებული ურთიერთობები ძალიან ცუდად ზემოქმედებს საქართველოზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკასა და ბიზნესზე. ინფორმაციები, რაც საქართველოდან გადის - რამდენიმე ნეგატიული სტატიაც დაიბეჭდა ამერიკის ძალიან მნიშვნელოვან გამოცემებში, ცხადია, ხელს უშლის ბიზნესის მხრიდან საქართველოთი დაინტერესებას. პრობლემები აუცილებლად უნდა იქნას გადალახული. არაფრით არ შეიძლება, საქართველოსა და ამერიკას შორის ასეთ დაბალ დონეზე იყოს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა, იზრუნოს, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო არ გაუარესდეს და პირიქით, გამოსწორდეს“, - ამბობს „დიოს“ მმართველი პარტნიორი თანაზ დაუშვილი.