18-09-2024 12:36:46 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "NAV DURGA" დააკავეს.
უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის "თ" ქვეპუნქტით.
„გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.