ევროკავშირის ელჩი: ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია

19-06-2024 13:43:53 პოლიტიკა

საქართვეელოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "აგენტების კანონის" მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია.

„ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ. ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება, ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.

„ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საია-სთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საია-ს და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამავე თემაზე: პრემიერის მტკიცებით, "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები