09-06-2024 12:50:34 თავდაცვა ,რეკლამა
პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
თავადაცვის სამინისტროს ცნობით, გორის, ფასანაურის, ვალესა და თიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“. თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს. დღის ბოლოს, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება და მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.