ეკა სეფაშვილი: თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს

10-04-2024 12:32:40 ციტატა

„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. რეალური არგუმენტები მათ ხელთ არ გააჩნიათ, ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ასე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის თქმა შეუძლიათ. ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი, მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის. მთავარი არის, რომ ჩვენ დავიცვათ დემოკრატიის პრინციპები და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. გამჭვირვალობა ევროპულია, დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია," - ამტკიცებს "ქართული ოცნების" განაყოფის, ანტიდასავლური გზავნილებითა და შეთქმულებს თეორიების აქტიურად შემომთავაზებელი „ხალხის ძალის“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი.

ინფორმაციისთვის: „ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".

რუსული პრაქტიკა: ჯერ „აგენტებად“ დაარეგისტრირეს სამოქალაქო ორგანიზაციები, შემდეგ სია ეტაპობრივად გაფართოვდა და მასში აღმოჩნდა ყველა კრიტიკული აზრის მქონე მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეც კი, მათ შორის მწერლები, მომღერლები, მხატვრები. მათ წინააღმდეგ დაწესდა მკაცრი შეზღუდვები და საბოლოოდ, ეს კანონი იქცა პუტინის რეჟიმის ხელში ეფექტურ იარაღად ნებისმიერი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ.

იხილეთ ასევე: ფარკასი – "აგენტების" კანონპროექტზე: ვვარაუდობ, აშშ უკვე განიხილავს სანქციების საკითხს და ამ კანონის მიღება გადაწყვეტილებას მხოლოდ დააჩქარებს

Новости

Другие новости