NATO AWACS–ის ფლოტს "Boeing E-7A Wedgetail"–ებით ჩაანაცვლებს

28-11-2023 22:29:45 მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი AWACS–ის ფლოტს "Boeing E-7A Wedgetail"–ებით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მან ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"მიმდინარე თვეში მოკავშირეები შეთანხმდნენ ჩვენი AWACS–ის ფლოტის განახლებაზე შემდეგი თაობის სამეთაურო და საკონტროლო თვითმფრინავებით. ექვსი ახალი "Boeing E-7A Wedgetail" თვითმფრინავის წარმოება უახლოეს წლებში დაიწყება, ხოლო პირველი მათგანი ექსპლუატაციისთვის მზად 2031 წლისთვის იქნება. ეს პროექტი NATO–ს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვა იქნება ისტორიაში და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენ ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში. ეს აჩვენებს ტრანსატლანტიკური თავდაცვის თანამშრომლობის სიძლიერეს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: AWACS საჰაერო ხომალდის გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემაა. AWACS-ის თვითმფრინავი სადესანტო სარადარო სისტემების ფუნქციას ასრულებს. მას შეუძლია, დააფიქსიროს ყველაფერი, რაც მოძრაობს არასაფრენ ზონაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები