სტოლტენბერგი NATO–ს მინისტერიალის პირველი დღის შემდეგ: ვუგზავნით სიგნალს რუსეთს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეფერხდება

28-11-2023 21:57:47 მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოკავშირეები უგზავნიან სიგნალს რუსეთს, რომ უკრაინისადმი ალიანსის მხარდაჭერა არ შეფერხდება. ამის შესახებ მან NATO–სსაგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ უკრაინას NATO–სკენ მიმავალ გზაზე. მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურეს, რადგან უკრაინელები გაბედულად იცავენ თავიანთ ქვეყანას. ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ ახალი განცხადებები. კერძოდ, გერმანია კიევს 2024 წლისთის 8 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, ხოლო ნიდერლანდები – 2 მილიარდზე მეტი ოდენობისას. რუმინეთმა უკრაინელი პილოტებისთვის F-16–ების მართვის შესასწავლად სასწავლო ცენტრი გახსნა. მოკავშირეები, მათ შორის აშშ და ფინეთი, უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას უგზავნიან. 20-მა მოკავშირემ კი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის კოალიცია შექმნა . ეს ყველაფერი უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და უგზავნის სიგნალს რუსეთს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეფერხდება", – განცხადა სტოლტენბერგმა NATO–ს მინისტერიალის პირველი დღის შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები