რომან გოცირიძე – განათლების მინისტრს: სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული

28-11-2023 18:39:03 პოლიტიკა

სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები განიცდიან დიდ ზეწოლას. სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარს.

გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მათ არჩევნების გაყალბებისთვის იყენებს.

„საუბნო საარჩევნო კომისიებში არ უნდა მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები, ვინაიდან ეს ადამიანები განიცდიან დიდ ზეწოლას. სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული და ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფას აყენებს ამ ხალხს, აიძულებს მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ანუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში. რატომ ძალადობთ მასწავლებლებზე. ეთანხმებით თუ არა ჩვენს ინიციატივას, რომ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, თუ საჯარო მოხელე არ შეიძლება იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები