28-11-2023 17:08:17 საზოგადოება
2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მისი თქმით, მანდატურის სამსახური წელს დამატებით, 27 სკოლაში შევიდა და ჯამში, 719 სკოლაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას, რაც ფარავს მოსწავლეების 90%-ზე მეტს.
"სასკოლო მედიაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა და რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში დაიგეგმა და აქტიურად ხორციელდება. 2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ კუთხით მენეჯმენტს და კოორდინაციას სისტემაში“,- თქვა ამილახვარმა.