ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

21-05-2024 19:21:22 საზოგადოება

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მან ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი ტიმურ არბუზოვი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ, მესამედ გახდა.

ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები