10-05-2024 01:50:34 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა.
"კონცერტში მონაწილე მუსიკოსებმა LOUDspeakers მა, ,,ქვემეხმა” და ,,განდაგანმა “ სოლიდარობა გამოუცხადეს ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულებს და აქციის მონაწილეებს.
„ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ საშინელება ხდება ქალაქში, ჭავჭავაძეზე და უბრალოდ, არალოგიკურად მიგვაჩნია ამ კონცერტის გაგრძელება. სამწუხაროდ, უნდა შევწყვიტოთ”, - აღნიშნა LOUDspeakers-მა.
„მეგობრებო, ასეთ სიტუაციაში მყარად უნდა ვიდგეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასეთ რაღაცას მართლა თუ შევესწრებოდი ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ მეგონა, ამიტომ ყველა უნდა შევუერთდეთ იმ ხალხს”, - დასძინა LOUDspeakers-მა.
ჭავჭავაძის გამზირზე დემოსნტრანტები დააკავეს.