შარლ მიშელი: საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს

10-05-2024 00:02:46 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს და ქართველი ხალხს მიმართავს და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი "სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის".

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ გზა.

"ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია.

ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, რომელიც კანონის უზენაესობას ეყრდნობა.

ეს არის ევროკავშირისკენ და ჩვენი საერთო მომავლისკენ გზა. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები