მასრალი: მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშინება, ფიზიკური შეურაცხყოფა

09-05-2024 19:15:33 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი ნაბილა მასრალი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა.

"საქართველო: მიუღებელია, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშინება, მათ მიმართ მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება." - წერს მასრალი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები