არსებული ინფორმაციით, გიორგი მუმლაძეს დაესხნენ თავს

09-05-2024 18:19:37 საზოგადოება ,სამართალი

თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი ალიკა კუპრავა წერს.

მუმლაძის ახლობლები ყვებიან, რომ თავდასხმა მარნეულში მოხდა და მასში ოთხი პირი მონაწილეობდა.

ინციდენტს შეესწრო მუმლაძის მცირეწლოვანი შვილი.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით თავს დაესხნენ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწლე ოთხ ადამიანს. მანამდე მოქალაქეებთან ინტენსიურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები მუქარითა და შეურაცხყოფით.

განახლება

მუმლაძე ყვება, მარნეულის რაიონ სოფელ წერეთელში, მის სახლთან გაჩერდა მანქანა, საიდანაც ნიღბიანი ადამიანები გადმოვიდნენ და დაიწყეს მასზე ძალადობა.

"იყო სუს-ის მანქანა. მე მივხვდი, რომ ესენი იყვნენ აქ ჩემს სათვალთვალოდ. დავიწყე ვიდეო გადაღება, რა დროსაც გადმოხტა 4 ნიღბიანი, თავს დამესხა და დამიწყო უმოწყალოდ ცემა. საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს მძიმე დაზიანების მოყენება, იმიტომ რომ მეზობლები გამოვარდნენ და გაიქცა ეს ხალხი... როგორ ბედავენ, ჩემს პატარა შვილებთან ერთად... როგორ უნდა ოჯახებში მისვლა და ბავშვების დაშინება, აი, გაჩვენებთ თქვენ... ნიღბებით დადიან. ეს არის შიშის დათესვის მცდელობა", - ამბობს მუმლაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები