დიმა ჩიქოვანი: "მარტო ვიმყოფებოდი სახლთან, "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს"

08-05-2024 22:33:49 საზოგადოება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დიმა ჩიქოვანის განცხადებით, მას საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მარტო ვიმყოფებოდი სახლთან, სოლოლაკში. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ვერ მოგვერევიან. ესენი არიან მშიშრები. "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს. კარგად ვარ, მაგრამ ეს არის ამ რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ყველა კარგად ვიქნებით და "ქართული ოცნება" დამთავრდება. რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს. "ოცნება" არის რუსული მეთოდით მომუშავე", - განაცხადა ჩიქოვანმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

ტელეარხის ცნობით, ამჟამად იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.

„პაციენტი შემოყვანილია სახის, ქალატვინის ტრავმით. ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა", - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანის ექიმმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები