ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ

08-05-2024 19:29:24 მსოფლიო

ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგია ავრცელებს.

"ეს თანხა ხელს შეუწყობს უკრაინის რეკონსტრუქციას და სამხედრო თავდაცვას რუსული აგრესიის კონტექსტში“, - აცხადებენ ბელგიის მთავრობაში.

თუ ევროკავშირის ლიდერები ამ გეგმას დაამტკიცებენ, კიევმა შესაძლოა, წელიწადში დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი მიიღოს.

როგორც Reuters იტყობინება, მოგების ზუსტი ზომა დამოკიდებული ინება საპროცენტო განაკვეთებზე, ვინაიდან რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი დაახლოებით 210 მილიარდი დოლარი, რომელიც გაყინულია, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული სხვადასხვა ვალუტაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები