„ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე დაიგეგმა

08-05-2024 00:01:34 საზოგადოება

თბილისში 11 მაისისთვის „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე დაიგეგმა.

კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქში რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტროს სადგურ "300 არაგველთან" შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; მეტრო 300 არაგველი.

სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები