უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

07-05-2024 20:58:56 საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

„სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე “ფეისბუქზე“.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან ქვედანაყოფ "შავი არწივის" მებრძოლები ბესო ლომიძე და დათო გოგაძე.

იტყობინებიან, რომ ქართველი მებრძოლები ავდეევლას მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპნენ.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები