ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციას: ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას

07-05-2024 15:47:23 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარასკევს, 10 მაისს, გააგრძელებენ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან.

“პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

"გამჭვირვალობის კანონპროექტს" კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.

ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”, - წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები